• GEO
    ENG
    მთავარი ჩვენ შესახებ
    ჩვენ შესახებ

    9
    პარტნიორები
    4
    GAFA გუნდის წევრები
    11
    მოხალისეები

    „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია“ 2021 წელს შეიქმნა. ის წარმოადგენს ქართველი ანთროპოლოგების, არქეოლოგებისა და ოდონტოლოგების გუნდს. ასოციაციის მთავარი მიზანია სახელმწიფოსთვის დახმარების გაწევა ისტორიულ და საექსპერტო შემთხვევებზე მუშაობისას,  სამარხების კვლევაში მსხვერპლთა იდენტიფიცირება, შესაბამისი ანთროპოლოგიური მონაცემების მოძიება, ასევე დაკარგულთა ოჯახის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობა

    სასამართლო ანთროპოლოგია არის სასამართლო მედიცინისა და ანთროპოლოგიის დარგების სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულება, რომელიც დახმარებას უწევს სახელმწიფოს ბუნებრივი კატასტროფების, შეიარაღებული კონფლიქტების და ისტორიულ შემთხვევებზე მუშაობისას ამოუცნობ პირთა იდენტიფიცრების პროცესში. სასამართლო ანთროპოლოგიის საკვლევ ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ჩონჩხი. სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ნეშტების სასამართლო ანთროპოლოგიური კვლევა, რაც გულისხმობს: ნეშტების რეკონსტრუქციას, ინდივიდის სქესის, ასაკის, სიმაღლის დადგენას, ჩონჩხის ტრავმის ანალიზსა და პათოლოგიების შეფასებას, კვლევის შედეგების დოკუმენტაციას და საბოლოო დასკვნის შედგენას.

    კომენტარის დამატება

    დატოვე კომენტარი